ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი მშობლებმა თავდაპირველად გალიდან ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს.
ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარა, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა სულხან ორჟონიამ აღნიშნა, 6 წლის ბავშვი ცხელებისა და სუნთქვის უკმარისობის რამდენიმედღიანი ანამნეზით შეიყვანეს კლინიკაში.
„ბავშვს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, ამიტომ, გამოძახებულ იქნა რეფერალური სამსახურის ბრიგადა და ბავშვი გადამისამართდა ბათუმში, სპეციალიზებულ კლინიკაში“, – აღნიშნა ექიმმა.
ბავშვი ბათუმის კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.