ცოლის მკვლელობაში ბრალდებული პირის სასამართლო პროცესი კლინიკაში ჩატარდება

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი კლინიკაში ჩატარდება.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა შესაძლებლობას არ იძლევა, რომ გამოძიების კითხვებს უპასუხოს. მისივე თქმით, დაკავებულის დაკითხვა პალატაში გადაყვანის შემდეგ მოხერხდება. თუმცა მანამდე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 27 წლის ქალი ინგოროყვას კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში გადაიყვანეს თავად კავლელიშვილი ვინაიდან მან ცოლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.