ამერიკამ პოლიტიკა მოულოდნელად შეცვალა: მექსიკის გავლით ამერიკაში გადასვლა გართულდა – საემიგრაციო ციხეები ქართველებით სავსეა

მექსიკის გავლით ამერიკაში გადასვლის მსურველ ემიგრანტებს ბოლო გზაც მოეჭრათ. საქართველოს მოქალაქეები უკვე თვეებია, საემიგრაციო ციხეების დატოვებას ვერ ახერხებენ. შტატებმა პოლიტიკა მოულოდნელად შეცვალა.

საქართველოს მოქალაქეები, ვინც საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლის გადაწყვეტილებას ციხეში დალოდებიან. არადა, აქამდე მათ ათავისუფლებდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიღებას თავისუფლებაზე ელოდნენ.

ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვები უკვე ასობით არის. საემიგრაციო ციხე კი, სადაც ახლა ქართველები არიან, უმძიმესი პირობებით გამოირჩევა. შუამავლები, ვისაც საქართველოს მოქალაქეები მექსიკის გავლით ამერიკაში მიჰყავთ, არ აფრთხილებენ ახალ წესებზე, რის გამოც ასობით ადამიანი, ვინც სახლ-კარი ემიგრაციაში წასვლისთვის გაყიდა, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ტვ პირველი