რამდენიმე დღეა საქართველოს მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდა, უახლოეს დღეებში კი კიდევ უფრო დიდი სიცივეებია მოსალოდნელი.
აღნიშნული დაადასტურა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა:
„ხვალ დილიდან დასავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი. ველოდებით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაცემას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
14-15 იანვარს ღამის საათებში საქართველოს მასშტაბით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს მათ შორის დედაქალაქში.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით შეიძლება უარყოფითი ტემპერატურაც აღინიშნოს. 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან თოვს “, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.