ვოლოდინი: ბაიდენს იემენში ომი სჭირდება: რათა უკრაინაში წარუმატებლობასა და ამერიკის შიდა პრობლემებზე ამომრჩევლის მხრიდან ყურადღების გამახვილება არ მოხდეს

რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იემენზე შეტევა გადაწყვიტა, რათა უკრაინაში წარუმატებლობასა და ამერიკის შიდა პრობლემებზე ამომრჩევლის მხრიდან ყურადღების გამახვილება არ მოხდეს. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს.

„უკრაინის საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობების და შეერთებული შტატების შიდა პრობლემების გადასაფარად, ასევე ამომრჩევლის ყურადღების გადასატანად, ბაიდენს სჭირდება პატარა ომი გამარჯვებისთვის. სწორედ ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციამ არ შეატყობინა აშშ-ს კონგრესს იემენზე შეტევა. ეს ადასტურებს იმას, რომ იემენზე საჰაერო იერიში ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკურ ინტერესებშია“, – ხაზგასმით აღნიშნა ვოლოდინმა და დასძინა, რომ „ბაიდენის მომხრეებიც კი აცხადებენ, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია“.

ინფორმაციისთვის, 12 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

დარტყმები დაფიქსირდა დედაქალაქ სანში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში ჰუდაიდაში, დამარში და საადაში.