მდუმარე აქცია გაიმართა ქუთაისში. შატილში დაღუპულთა პატივსაგებად მოქალაქეები “თეთრ ხიდზე” შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა სანთლებით სიმბოლურად 17 დაწერეს და ამგავარად გამოუცხადეს სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახებს.
მათი თქმით, მომხდარი მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სახელმწიფოს, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და მოქალაქეებს, მათივე თქმით, გზებზე უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოების ნორმები.
შეგახსენებთ, რომ დუშეთში, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი ფერდობიდან გადაყავდა. ახალგაზრდებით სავსე მიკროავტობუსი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა. მიკროავტობუსი ტურიდან თბილისში ბრუნდებოდა.
წყარო: topnews.com.ge