ოჯახის წევრები მეორე დღეა, დათი გავაშელს ეძებენ

ოჯახის წევრები მეორე დღეა, დათი გავაშელს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, დათი გავაშელი ბოლოს დიღმის ტერიტორიაზე ნახეს.

„გთხოვთ გაავრცელოთ. დაიკარგა დათი გავაშელი გუშინ 17:00 საათისთვის. არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია, ქუჩაშია. ბოლოს ნახეს ღამის 03:00 საათზე დიღმის ტერიტორიაზე. თუ ვინმე შენიშნავთ, დარეკეთ 591000220. ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა“, – აცხადებენ ოჯახის წევრები.