ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ რეგიონში ირანი არ მოსწონთ – ჯო ბაიდენი

ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ რეგიონში ირანი არ მოსწონთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„როგორც ხედავთ, ირანი არც ისე მოსწონთ რეგიონში და ჩვენ ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ირან-პაკისტანის შეტაკებებს.

„ჩვენ არ გვინდა, ვნახოთ ესკალაცია სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ კონტაქტში ვართ პაკისტანელ კოლეგებთან“, – დასძინა  კირბიმ.