სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

„ტასის“ ინფორმაციით, „ფრენის დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ ყოფილა“.

როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარება და უკრაინის ომი იქნება.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ TASS-ს განუცხადა, რომ ლავროვი ნიუ-იორკს 22-იდან 24 იანვრამდე ეწვეოდა.