თეთრი სახლის ადმინისტრაცია დემოკრატების მიერ წარდგენილი საფოსტო კანონპროექტის წინააღმდეგია.
დემოკრატიული პარტიის წევრებმა ფოსტის კანონპროექტი პანდემიის პირობებში 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით წარადგინეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კანონპროექტისთვის ვეტოს დადების რეკომენდაციას აძლევს.
„თანამედროვე ეკონომიკაში მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის რეფორმის ნაცვლად, წარმომადგენელთა პალატა საფოსტო სერვისს 25 მილიარდ დოლარს გადასცემს, რაც არც „კოვიდ-19“-ის პანდემიას და არც მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება“ ნათქვამია „როიტერის“ მიერ გავრცელებულ თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის განცხადებაში.
წყარო: exclusivenews.ge