„სხვისთვის მაინც უნდა მონახო ძალა“ – რას წერდა შატილში დაშავებული გოგო, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის

შატილის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული თამო არღვლიანია. ის წარმოშობით სვანეთიდან, ცხუმარის თემიდანაა. საზარელ შემთხვევამდე ცოტახნით ადრე ახალგაზრდა ქალმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნა.

“შეიძლება საკუთარი თავისთვის ძალა არ გქონდეს, მაგრამ სხვისთვის უნდა მონახო” – წერდა არღვლიანი.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ორი მათგანი ჯერ კიდევ რეანიმაციაშია მოთავსებული.

წყარო: cyc.ge