ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, თინა ხიდაშელი შვიდი წელია, რაც „სამოქალაქო იდეასთან“ ერთად აქტიურობს და ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს იმ თემაზე, რაც ახლა ხელისუფლებისთვის ძალიან მწვავეა.
„ეს ორგანიზაცია ყოველ წელს ანგარიშებს დებს იმის თაობაზე, რომ ეჭვია თაღლითობის, კორუფციის და საქმე უხარისხოდ კეთდება. ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კი, ეს ასეა და ამ ორგანიზაციას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ახლა დაიწყო იმ წყაროების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ამაზე შვიდი წელია, საუბრობს. ყველას ვურჩევ, ვინც მართლა დაინტერესებულია კორუფციასთან ბრძოლით, სწორედ ამ ორგანიზაციის ანგარიშებით დაინტერესდეს, სადაც ბევრ საყურადღებოს ნახავს. რაც შეეხება დაფინანსებას, ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ორგანიზაცია დახმარებას იღებს – აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან, ტაივანიდან ერთ-ერთ კონფერენციაზე ტაივანელი მონაწილეების მგზავრობა დაფინანსდა. ეს იყო გასულ ოქტომბერს, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო. მთელი პარლამენტი მიწვეული იყო, უმრავლესობიდან იქ მისვლისთვის დრო ვერავინ გამონახა. ტაივანიდან მხოლოდ ეს დაფინანსდა, დანარჩენი ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებიდან ფინანსდება დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.