ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ძალებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ავიაიერიშები აშშ-ის ძალებზე თავდასხმების პასუხად განხორციელდა და მათი სამიზნე სამი ობიექტი იყო, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „კატაიბ ჰეზბოლა“ და თეირანში მოქმედი სხვა დაჯგუფებები იყენებდნენ.

„კატაიბ ჰეზბოლას“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ დაღუპული მათი მებრძოლი იყო.