მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში გაზით დატვირთული ცისტერნა აფეთქდა. ინციდენტს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ news.mn იუწყება.
გაზის ცისტერნის აფეთქების შემდეგ ცეცხლი ახლოს მდგარ ავტომობილებსაც მოედო. 20-მდე მანქანა დაიწვა. 10 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
აფეთქების უშუალო სიახლოვეს მდებარე სახლების მოსახლეობა ევაკუირებული იყო. ადგილზე სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
აფეთქების მიზეზი უცნობია.