ირაკლი კობახიძის სურვილები და ბოდვები არაერთხელ მოგვისმენია. მას ვურჩევდი, საზეიმო სცენა არ ააწყონ, რომლის დაშლაც მჟავე სახეებით მოუწევთ, რადგან არჩევნებს წააგებენ და ოპოზიციაში გადავლენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „წინა არჩევნებზე ერთს ამბობდნენ, თუმცა მეორე შედეგი დგებოდა“.
„რა თქმა უნდა, ოპოზიცია დღეს თავის ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ამ ფორმაშიც კი „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ოპოზიცია სჯობს და თან ღირსებითა და სიმართლით. მომავალ ცხრა თვეში ვნახავთ, არჩევნებზე რა შედეგი დაიდება“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.