პენტაგონი მოუწოდებს აშშ-ის კონგრესს დაამტკიცოს უკრაინისთვის დახმარება. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ დამატებითი მხარდაჭერის გარეშე”, – თქვა სინგმა.
სინგმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტი 2023 წლის დეკემბერში მიაწოდა.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ კონგრესს დაუჭიროს მხარი უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას“, – აცხადებს პენტაგონის სპიკერი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ შეერთებული შტატები ვერ დაუჭერს მხარს უკრაინას, ეს შეშფოთებას გამოიწვევს.
„ვფიქრობ, რომ ორივე მხარის კონგრესის წევრებს ესმით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს“, – აცხადებს სინგი.