ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალები ერაყში პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ აშშ-ის ძალებზე თავდასხმას

ირანის მოკავშირე შეიარაღებული ჯგუფები პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ თავდასხმებს ერაყში აშშ-ის კოალიციის ძალებზე.

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ამერიკელ სამხედროებზე ხშირად ხდება თავდასხმები, რის გამოც აშშ-მა ერაყში საპასუხო დარტყმები დაიწყო.

რთული რეგიონალური კრიზისის გამო, აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას გეგმავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება რა არის მიღებული.

„ისლამური წინააღმდეგობის პასუხი იქნება ოპერაციების გაგრძელება. სანამ არ დამტკიცდება მათი ნამდვილი განზრახვები და მათი ძალების გაყვანის სერიოზულობა“, – აცხადებს დაჯგუფება.