ირანი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

ირანი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა განაცხადა, რომ მათ თავდასხმა განახორციელეს რამდენიმე მიმართულებით იორდანია-სირიის საზღვარზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარე ბანაკზე.

მედიის ინფორმაციით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღაზას ომის დაწყების შემდეგ ამერიკელი ჯარები ახლო აღმოსავლეთში მტრის ცეცხლით დაიღუპნენ.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ პასუხისმგებლობას დაღუპულებზე თავად აიღებს და ირანის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო ჯგუფებს თავდასხმებში ადანაშაულებს.