ჟურნალისტი ნინო სტურუა სოციალურ ქსელში წერს:
“წამალი, ედარბი კლო (25/40), რომელიც 1 კვირის წინ ღირდა 31 ლარი, დღეს ღირს 100 ლარი!!!!!
ხალხო 100 ლარი 31 ლარიანი წნევის წამალი!!!
მოგიტ@ანთ ქვეყანა, სადაც პენსიონერი წამალს ვერ ყიდულობს!!! და მილიარდელი აფთიაქარებიც ზედ!!!!
✓ ჩაზუსტება!ყველგან გაწყდა და ავერსმა ასე გადაწყვიტა!#ავერსიავერსი ფარმა – Aversi Pharma გაუმაძღარო ღორებო!!!”
“ალიამ” მოიძია, ამჟამად რა ღირს ედარბი კლო (40/25) ავერსის ქსელში, საიტზე მითითებულია სხვა ფასი, თუმცა, ჩვენ დავრეკეთ “ავერსის” ერთ-ერთ ფილიალში, სადაც გვითხრეს, რომ მისი ფასია 100 ლარი და 17 თეთრი:
-კი, მაგრამ, საიტზე სხვა ფასი რომ წერია?
-არ ვიცი, საიტზე რა წერია, რასაც მიჩვენებს პროგრამაში იმას გეუბნებით!
და პირდაპირ გამითიშა, დამშვიდობების გარეშე. შეიძლება, რომ შევეპასუხე, ეწყინა, ვერ გეტყვით.
წამალი, რომელიც არის, ჰიპერტენზიის, წნევის სამკურნალო საშუალება, ღირს 100 ლარი და 17 თეთრი. თითქმის ერთი პენსიონერის პენსია.
საქართველოში, თითქმის ყველა პენსიონერს რომ ჰიპერტენზია (წნევა) აწუხებს, ახალი ამბავი არ უნდა იყოს, ვგონებ!
ამხელა კომპანიას, რომ საიტზე სხვა ფასი უწერია და აფთიაქში მიხვალ და სხვა ფასს გახვედრებს, არც ეგ ითვლება პრესტიჟულად.
მაგრამ, ალბათ, სულ ერთია, მაინც იყიდება… უკბილობას, შიმშილს მოითმენს პენსიონერი და წნევის წამლის არქონას – ვერა!
ესეც, თვალსაჩინოებითვის, საიტზე მითითებული ფასი: