საფრანგეთის პოლიციამ 79 ფერმერი დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, ფერმერები რუნჯისის მუნიციპალიტეტში გამოსვლების დროს ერთ-ერთ სასურსათო ბაზრობის საწყობში შეიჭრნენ. მათ ზიანი მიაყენეს საწყობს.
ფერმერების პროტესტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ბელგიაშიც იმართება, სადაც დღეს უკრაინის დახმარების საკითხზე საგანგებო სამიტი ჩატარდება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან დიზელის საწვავზე გადასახადების შემცირებას და ახალი კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, დაუმუშავებელი დატოვოს კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი.