ის, რომ ღმერთმა შექმნა ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი, კაცი და ქალი, აქსიომაა. მაგრამ ეს ელემენტარული ფაქტი ეჭვს ქვეშ დგას თანამედროვე, ლიბერალიზმით მოწამლულ დასავლეთში.
ამის უახლესი მაგალითი – 2021 წლიდან, “ბერლინალეს” ფესტივალის საერთაშორისო ჟიური აღარ გასცემს პრიზებს საუკეთესო მამაკაცისა და საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის. ნაცვლად ამისა, მოიგონეს “სქესობრივად ნეიტრალური” ჯილდო – “ვერცხლის დათვი მთავარ როლში საუკეთესო სამსახიობო მიღწევისათვის” და “ვერცხლის დათვი მეორე პლანის როლში საუკეთესო სამსახიობო მიღწევისათვის”.
ასე დაკარგა ბერლინურმა დათვმა სქესი და გადაიქცა თანამედროვე ლიბერალიზმის ყალბი პოლიტიკორექტულობის სასაცილო (სავალალო რომ არ იყოს) ნიმუშად.