უკრაინის ლიდერი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის დახმარების ფონდის შექმნისთვის, რომელიც 2024-2027 წლებში ქვეყანას 50 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას. უკრაინის ფინანსური დახმარება გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც სამხედრო დახმარებასა და რუსეთზე სასანქციო ზეწოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – წერს ზელენსკი.
ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.