ირაკლი ღარიბაშვილი – წინ გველოდება მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები – ჩვენი ამბიციაა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი მიზანი

რთული არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერს. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ ეს არჩევნები“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამბიციაა, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
„დღეს უკვე განხორციელდა ოფიციალურად ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ამ პარტიით მოვედი მე პოლიტიკაში დსა რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან მშობლიური და ეს არის ჩემი მეორე ოჯახი. ეს ჩვენი პოლიტიკური ოჯახია.

კიდევ ერთხელ ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს მინდა ვუსურვო წარმატებები. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ მას ძმურ თანადგომას ვპირდები დას რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, ერთიანი, ასე გავაგრძელებთ ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის მსახურებას.

წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერს. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ ეს არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.