ვლადიმირ ზელენსკი: ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას უკრაინის ევროკავშირის შემადგენლობაში ხილვა არ სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას არ სურს უკრაინის ევროკავშირის შემადგენლობაში ხილვა.

 

„ვფიქრობ, ევროკავშირს ნამდვილად სურს უკრაინასთან პარტნიორობა, უკრაინის ევროკავშირის შემადგენლობაში ხილვა. თუმცა, ისიც სიმართლეა, რომ ევროკავშირის ყველა წევრ ქწვეყანას ეს არ სურს. ვფიქრობ, უკრაინაში ასი პროცენტით დარწმუნებულნი არ არიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეარხ Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „ევროპა რუსეთის გამო ფრთხილობს, რადგან რუსეთი აჩვენებს, რომ მას პროევროპული უკრაინა არ სურს“.

„თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ევროპა სანქციებით, როგორ გვიჭერს მხარს, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ფინანსურ ზარალს ნიშნავდეს. მადლობელი ვარ ამისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

“იმედი”