ბაიდენი აცხადებს, რომ ვეტოს დაადებს ისრაელის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს ისრაელის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს.

ბაიდენის ადმინისტრაციას სურს უკრაინისა და ისრაელის დახმარება, ასევე, საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსება, ერთ პაკეტში შევიდეს.

„ადმინისტრაცია კატეგორიულად მოუწოდებს კონგრესის ორივე პალატას, უარი თქვან ამ პოლიტიკურ ხრიკზე და ამის ნაცვლად, სასწრაფოდ გაგზავნონ ორპარტიული „საგანგებო ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი აქტი პრეზიდენტის მაგიდასთან.

ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინელ ხალხს პუტინის აგრესიისგან თავის დაცვაში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.