ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დაასახელეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მსოფლოს 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა – შედეგები პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოცხადდა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი, ამ გამოკითხვის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. სპეციალური დიპლომი მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის დირექტორმა, არმენ ბაგდასაროვმა გადასცა.