“მეუფე და მამაო კი არა, ნაძირალა და შარაგზის ყაჩაღია, ახალაიების აპოლოგეტი” – გიორგი ოთხმეზური

არის კიდევ ერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოვლინება, უნდათ ჩვენი ეკლესიის დაშლა და ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების წაშლა” – ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებას, რომელიც მისი მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ გააკეთა.

“არ იფიქროთ, რასაც ახლა ვამბობ, აღელვების შედეგია. მეუფე და მამაო კი არა, ნაძირალა და შარაგზის ყაჩაღია. ყაჩაღი ძმების, ახალაიების აპოლოგეტი. ყველამ იცის, რომ ოფიციალური მილიონერია და ყველა ბიზნესში ყოფს ცხვირს.

“დიდი ხანია გასაგდები იყო ეკლესიიდან. პირველად, რომ გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადება პატრიარქის მისამართით, მაშინ უნდა მოეკვეთათ ეკლესიიდან, მაგრამ ყაჩაღობასთან ერთად უტვინოც ყოფილა, იფიქრა, არაფერი რომ არ უთხრეს შერჩა.

“ასეთ ხმებს ყრიდნენ ბოლშევიკები და კაგებე, ისე კი არ ლაპარაკობდნენ ჭორის დონეზე ვიცითო, ამბობდნენ დანამდვილებით ვიცით, რომ ასეაო, საბჭოთა კაგებეს მეთოდებია.

“გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ებრძოდნენ ილია მეორეს, არ უნდოდათ რომ პატრიარქი გამხდარიყო. მის აღსაყდრებაში დიდი წვლილი ინტელიგენციას მიუძღვის, მაშინ მთელი საზოგადოება მომხრე იყო ილია მეორე გამხდარიყო საქართველოს პატრიარქი, ამიტომაც ვერ წავიდნენ ხალხის განწყობის წინააღმდეგ.

“სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიას წერილმაც დიდი როლი შეასრულა, მაშინ კერატიშვილს წერილი რომ მისწერა და მან თავისი კანდიდატურა მოხსნა. არავის საქმე არ არის პატრიარქი გადადგება თუ არა; რა უნდა ამ ხალხს, ეკლესიის საქმეში რატომ ერევიან, ეკლესია თვითონ მიხედავს თავის საქმეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის კიდევ ერთი ანტიქართული და ანსტისახელმწიფოებრივი გამოვლინება. უნდათ ჩვენი ეკლესიის დაშლა და ეროვნული თვითშეგნების წაშლა” – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

 

წყარო : “რეზონანსი”