უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონპროექტს მობილიზაციის შესახებ.
იანვრის ბოლოს მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის განახლებული ვერსია წარუდგინა. უკრაინის მთავრობამ პარლამენტში და საზოგადოებაში კანონპროექტის კრიტიკის გამო, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს წარდგენილი წინა ვერსია უკან გაიწვია. განახლებული კანონპროექტი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ნებისმიერი ჯგუფის შშმ პირებისთვის.
განახლებული კანონპროექტით შემოთავაზებულია, შემოღებულ იქნას ზემოქმედების ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არმიაში გაწვევას თავს არიდებენ. ეს ზომები შეიძლება განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. მობილიზაციის შესახებ კანონპროექტში მინისტრთა კაბინეტის ინიციატივაა, საჯარო სამსახურში მიიღონ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც აქვთ საბაზისო კომბინირებული სამხედრო მომზადება ან აქვთ ნამსახურები. ეს არ ეხებათ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გამოცხადებულ პირებს.