ლევან დავითაშვილი პირველი ვიცე-პრემიერი გახდება

ლევან დავითაშვილი საქართველოს პირველი ვიცეპრემიერ-მინისტრი გახდება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს ბატონ ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცეპრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება“, – აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო.