2002 წლის შემდეგ პირველად მექსიკამ ჩინეთს გადაუსწრო და აშშ-ში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა

2002 წლის შემდეგ პირველად მექსიკამ ჩინეთს გადაუსწრო და აშშ-ში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ამის შესახებ The Associated Press-ი იტყობინება.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წელს მექსიკიდან აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება წინა წელთან შედარებით თითქმის 5%-ით გაიზარდა და 475 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამასთანავე, ჩინეთის მიერ ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 20%-ით შემცირდა და 427 მილიარდი დოლარი შეადგინა.