აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა. 64 სენატორიდან, ვინც განხილვას მხარი დაუჭირა, 14 “რესპუბლიკელი” იყო.
The Hill-ის მიხედვით, 95.3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარს, ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარს, ღაზის, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდ დოლარს და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდ დოლარს მოიცავს.
ცნობისთვის, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც ის “რესპუბლიკელებმა” დაბლოკეს.