გერმანიის კანცლერმა აშშ-ში საქმიანი ვიზიტის დროს ორეული იპოვა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ში საქმიანი ვიზიტის დროს ორეული იპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კრის კუნსი, ამერიკელი სენატორი და გერმანიის კანცლერი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ. მსგავსება სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს, ერთად სელფი გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს წარწერით „ვინ ვინ არის?“.

„სასიამოვნოა ჩემი ორეულის კიდევ ერთხელ ნახვა“, – დაწერა კანცლერმა შოლცმა X-ზე.

მედიის ცნობით, ორი ქვეყნის მაღალჩინოსანი ასაკითაც თითქმის ტოლები არიან.

შოლცი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში ჩავიდა და ჯო ბაიდენს შეხვდა. მთავარი განსახილველი თემა უკრაინისა და ისრაელის დახმარება იყო.