ორბანი: უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის ბუფერული ზონა უნდა გახდეს

„უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში მიღება არ ღირს, უმჯობესია ის ბუფერულ ზონად დარჩეს რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის“, – აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ავსტრიის ყოფილ კანცლერთან ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას განაცხადა.

ორბანს მიაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ევროპის თავდაცვის გაძლიერებას ხელს არ შეუწყობს.

გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს უკრაინაზე მუდმივ თავდასხმას და მისი ტერიტორიის მითვისებას.

„საუკეთესო პერსპექტივაა ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. რუსეთი ისევ და ისევ გააგრძელებს უკრაინის განადგურებას“, – აცხადებს ორბანი.