ერთ თვეზე მეტია, რაც მთელი საქართველო ზურა ბერიკაშვილის გამოჯანმრთელებას გულშემატკივრობს. მსახიობს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – მას გული გაუჩერდა.
ზურა ამჟამად გერმანიაში, კლინიკაშია და ხელოვნურ კომაში იმყოფება.
მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე სიზმრის შესახებ წერს, რომელიც ბიძას უკავშირდება.
„სიზმარში, ქუჩაში სიარულისას, შემთხვევით მხარი გავკარი ზურას – ჯანმრთელს, ჩვეულებრივ ზურას.
ვა, რას შვრები, საით-თქო და ერთად გამოვაგრძელეთ მერე გზა… პირველ ფოტოზე ელზაა, მეორეზე ბეგო,“ – წერს ანო მაისურაძე.