რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე და სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზე ძებნა გამოაცხადა. ამის მიზეზად კი მოსკოვში საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურება სახელდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, კალასის და პეტერკოპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
გასული წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრალდება ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და უკრაინის ასზე მეტ მოქალაქეს წაუყენა.