18 თებერვლის ღამეს UFC 298-ზე, ესპანეთის წარმომადგენელი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია გამოვა. ის ქამრისთვის მოქმედ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ იბრძოლებს.
- 27 წლის ასაკში თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ თოფურია პოპულარობას ახლა იძენს, უკვე თამამად მიიწევს მწვერვალისკენ.
რუსული აუდიტორიისთვის გვარი თოფურია უფრო მეტად ასოცირდება სხვა პიროვნებასთან – მომღერალთან და ჯგუფ “A’Studio”-ს სოლისტ, ქეთა თოფურიასთან, რომელიც საქართველოში დაიბადა, მაგრამ წლებია რაც რუსეთში გადაცხოვრდა, სადაც კარიერა და ოჯახი ჰყავს.
არიან თუ არა ილია და ქეთა თოფურიები ნათესავები – ამ კითხვით რუსული მედია დაინტერესდა. ქეთა ილიაზე 11 წლით უფროსია და არასოდეს უსაუბრია ვარსკვლავ მებრძოლთან შესაძლო ურთიერთობაზე (მას ინსტაგრამზე მხოლოდ 600 ათასით ნაკლები გამომწერი ჰყავს – 2,8 მილიონი 2,2 მილიონის წინააღმდეგ).
ამასთან, ილია თოფურიას მომღერალთან კავშირის შესახებ ერთხელ უკვე ჰკითხეს: “დიახ, საქართველოში რომ ვცხოვრობდი ვიცოდი მის შესახებ. ჩვენ პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მისი სახელი ბავშვობაში გავიგე. ის კიდევ მღერის?
ჟურნალისტი: დიახ, რა თქმა უნდა. ის რუსეთში გამოდის
ილია თოფურია: მაგარია
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს ჰალე ვესტფალენში, გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სკოლაში დაიწყო ვარჯიში.
15 წლის ასაკში საცხოვრებლად ესპანეთში, ალიკანტეში გადავიდა, სადაც საბრძოლო ხელოვნების მიმართულებით Climent Club-ში დაიწყო ვარჯიში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი, როგორც პროფესიონალის ადგილობრივ შეჯიბრებებში. 17 თებერვალი სპორტსმენისთვის ისტორიული დღეა. UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან.