სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკოლა სარკოზისთვის ერთწლიანი პატიმრობა, სასჯელის ნახევარი პირობითია, რომელიც შეუძლია, ელექტრონული სამაჯურის გამოყენებითაც მოიხადოს

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისთვის ერთწლიანი პატიმრობა, საიდანაც სასჯელის ნახევარი პირობითია. ნიკოლა სარკოზიმ შეიძლება, პირობითი სასჯელი მოიხადოს ალტერნატიული საშუალებებით, როგორიცაა ელექტრონული სამაჯურის ტარება ციხის გარეშე.

ნიკოლა სარკოზის 2012 წლის კამპანიის უკანონო დაფინანსებას ედავებიან. ნიკოლა სარკოზი უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მისი „რესპუბლიკელების“ პარტია მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა „ბიგმალიონთან“ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დასამალად.

საფრანგეთი აწესებს მკაცრ შეზღუდვებს კამპანიის ხარჯებზე. პროკურორები ამტკიცებენ, რომ სარკოზიმ 2012 წლის საარჩევნო კამპანიაზე 42.8 მილიონი ევრო დახარჯა, რაც ნებადართულ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტია.