ილჰამ ალიევი – როგორც ჩანს, სომხეთს დაავიწყდა ყარაბაღის მეორე ომის შედეგები ან შესაძლოა, ვინმემ წააქეზა, არ შეასრულონ ვალდებულებები

როგორც ჩანს, სომხეთს დაავიწყდა ყარაბაღის მეორე ომის შედეგები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ომის შემდგომ პერიოდში ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ყველა საკითხზე. გაცხადებული იყო, რომ სომხურმა მხარემ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ყველა ვალდებულება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

მისი თქმით, დროთა განმავლობაში აზერბაიჯანი კვლავ გახდა მის მიმართ მორიგი ტერიტორიული პრეტენზიების მოწმე.

„სომხეთს, როგორც ჩანს, დაავიწყდა ყარაბაღის მეორე ომის შედეგები. ან, შესაძლოა, ვინმემ წააქეზა ისინი, რომ  სულაც არ შეასრულონ ეს ვალდებულებები“, – განაცხადა ალიევმა.