“რუსეთისთვის ბაიდენის პრეზიდენტობა უკეთესი იქნება, ვიდრე ტრამპის, რადგან ბაიდენი უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია, ის არის ძლიერი პოლიტიკოსი” – რა განაცხადა ვლადიმირ პუტინმა

ძლიერ და გამოცდილ პოლიტიკოსს უწოდებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.

კითხვაზე, თუ ვინ არის უკეთესი რუსეთისთვის აშშ-ის შესაძლო ლიდერებს შორის, ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი? პუტინმა უპასუხა, რომ ბაიდენი, რადგან ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.

„ბაიდენი. ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია. ის არის ძლიერი პოლიტიკოსი“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება, კომენტარი გააკეთოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან ის ექიმი არ არის.

„მე არ ვარ ექიმი. და არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს, ამ საკითხზე რაიმე კომენტარი გავაკეთო“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა თეთრი სახლის ამჟამინდელ პოზიციას უკიდურესად მავნე და მცდარი უწოდა.

„ჩვენ არ უნდა შევხედოთ ჯო ბაიდენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ უნდა შევხედოთ პოლიტიკურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია. ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენს ერთ დროს ვუთხარი“, – დასძინა პუტინმა.