ბენ გვირი: ვიდრე მთავრობაში ვართ, პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება

აშშ-ის განზრახვა, არაბულ ქვეყნებთან ერთად შექმნან ტერორისტული სახელმწიფო, მცდარი წარმოდგენის ნაწილია. აცხადებს ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ გვირი.

როგორც ისრაელის მედია წერს, ულტრამემარჯვენე მინისტრი უერთდება მთავრობის სხვა მინისტრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „მიუღებელია პალესტინის სახელმწიფოს აღიარება“.

„აშშ-ის განზრახვა, არაბულ ქვეყნებთან ერთად, დაამყარონ ტერორისტული სახელმწიფო ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად, აბსურდი და მცდარი წარმოდგენის ნაწილია. ვიდრე მთავრობაში ვართ, პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.1400 ადამიანი მოგვიკლეს, 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს და მსოფლიოს სურს მათი სახელმწიფოდ აღიარება?. ეს არ მოხდება“, – აცხადებს ბენ გვირი.