2024 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ისრაელიდან ფულადი გზავნილები 4,68%-ით გაიზარდა, რუსეთიდან – 74,73%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, გასულ თვეს რუსეთიდან საქართველოში 67,637 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 267,615 მლნ დოლარი. ისრაელიდან გზავნილები კი 2022 წლის იანვარში 17,075 მლნ დოლარი იყო, გასულ თვეს 17,875 მლნ დოლარი.
Top-10 ქვეყანა, საიდანაც წელს იანვარში ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა:
რუსეთის ფედერაცია – 67,637 მლნ დოლარი
იტალია – 44,158 მლნ დოლარი
აშშ – 37,996 მლნ დოლარი
საბერძნეთი – 18,469 მლნ დოლარი
ისრაელი – 17,875 მლნ დოლარი
გერმანია – 16,193 მლნ დოლარი
ყაზახეთი – 9,379 მლნ დოლარი
თურქეთი – 6,815 მლნ დოლარი
ესპანეთი – 4,325 მლნ დოლარი
საფრანგეთი – 4,154 მლნ დოლარი
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, 2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.
რაც შეეხება ევროკავშირს, 100.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.1%-ია. ზრდა კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია. მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ჯამური გადმორიცხვები 53.9%-ით შემცირდა.
წყარო: “ბანკები და ფინანსები”