სალომე ზურაბიშვილი და ვლადიმერ ზელენსკი მიუნხენში ერთმანეთს მიესალმნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიუნხენში ერთმანეთს მიესალმნენ.

სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ სალომე   ზურაბიშვილმა და ზელენსკიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 60-ე კონფერენცია იმართება.