ისრაელში, ქალაქ ჰოლონში, საქართველოს მოქალაქემ ქართველი კაცი სასიკვდილოდ დაჭრა.
მედიის ცნობით, დაჭრილია 40 წლამდე კაცი, ის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას სავარაუდო დამნაშავე დააკავა, რომელიც, ასევე, საქართველოს მოქალაქეა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.