ვნახეთ, მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საჯაროდ, ღიად როგორ მოსთხოვეს სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ გუშინდელ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა: „ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და მიიჩნევს, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, შეუძლია, სააკაშვილი გაათავისუფლოს.