Აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი, ძლიერი, შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე მუშაობს

Აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი, ძლიერი, შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე მუშაობს. ამერიკული მედია ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ „ატაკამსის“ ტიპის სარაკეტო სისტემების ახალი ვერსია უკრაინას საშუალებას მისცემს, დაარტყას რუსულ სამიზნეებს ყირიმის ნახევარკუნძულზე, შორ მანძილზე.

ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ კონგრესი თუ დაამტკიცებს უკრაინის დაფინანსების გაზრდას, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, შეიტანოს გრძელვადიანი „ატაკამსის“ სისტემები სამხედრო დახმარების ერთ-ერთ პირველ პაკეტში. ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ს ასევე მზად აქვს საბრძოლო მასალები და არტილერია დაუყოვნებლივ გაგზავნისთვის.

Წყარო: პირველი არხი