„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელიას წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ითამაშონ, რადგან მას ყველაფერი შეუძლია.
„კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ის განსხვავებას ქმნის, ერთ-ერთი თამაშის, გოლების გატანის და ბოლოს პასის გაკეთების უნარი აქვს. მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“, – აღნიშნა დე იონგმა.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.