ესპანეთში გამართულ აღლუმზე „სექსუალურ თეთრეულში“ გამოწყობილი ბავშვების გამოჩენას პროტესტი მოჰყვა

ესპანეთში სამართლებრივი მოქმედებების დაწყებას აპირებენ „ქრისტიან ადვოკატთა გაერთიანების“ წარმომადგენლები, რომელთა გაღიზიანებაც ტორევიეხას კარნავალის ფარგლებში მოწყობილ 3000-კაციან აღლუმზე „სექსუალურ თეთრეულში“ გამოწყობილი არასრულწლოვანი გოგონების გამოჩენამ გამოიწვია.

როგორც The Olive Press წერს, აღნიშნულ პერფორმანსს მეოთხე ადგილი და 650 ევროს ოდენობით ფულადი ჯილდო ხვდა მოზრდილთა დასებს შორის საუკეთესო კოსტიუმების კატეგორიაში.

როგორც ქალაქის საკრებულოში განმარტეს, ისინი ვერ განახორციელებენ დასების შემოწმებას, რადგან ეს იქნება ცენზურა და „ესპანური ინკვიზიციის პერიოდში დაბრუნება“.

მედიის ცნობით, საუბარია დასზე სახელწოდებით Comparsa Osadia, რომელმაც აღლუმზე ზრდასრულებთან ერთად, რამდენიმე ბავშვი გამოიყვანა.

მედიის ცნობით, კარნავალს ქუჩებში შეკრებილი ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.