აშშ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის “ტვიტერზე” გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომლის დამსახურებაცაა აწ უკვე განადგურებული ტერორისტ ალ-ბაღდადის გვირაბში აღმოჩენა.
თუმცა ტრამპს ურჩიეს ან თავად მოიფიქრა, რომ გაკეთებულიყო ფოტოკოლაჟი, როგორ “აჯილდოებს” იგი ძაღლს სპეციალური მედლით. მაგრამ შეიქმნა ერთი უხერხულობა – ფოტოკოლაჟის საფუძვლად აღებული იქნა რეალური ფოტო, როდესაც ტრამპი აჯილდოებს ვიეტნამის ომის ვეტერან ჯეიმს მაკლაფენს.
თუმცა ტრამპს ამის გამო წუხილი არ გამოუხატავს. მან გაიცინა და განაცხადა, რომ ძაღლს შემდეგ კვირაში თეთრ სახლში მართლაც მიიღებს.