იერუსალიმისა და დასავლეთ ნაპირს შორის მდებარე საკონტროლო პუნქტთან თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, სამმა შეიარაღებულმა პალესტინელმა მამაკაცმა ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს საცობში მდგომ მანქანებს.
თავდასხმის შედეგად დაღუპული პირი 26 წლის მამაკაცია. დაშავებულებიდან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ორსული ქალი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.
უსაფრთხოების ძალებმა და შეიარაღებულმა მოქალაქეებმა ორი შეიარაღებული თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს, მესამემ კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო, თუმცა ის მოგვიანებით სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს. ისრაელის ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.