ბრაზილიამ ლავროვის თვითმფრინავში საწვავის შევსებაზე უარი განაცხადა – რა გახდა ამის მიზეზი და ვინ წაიყვანა საკუთარი თვიმფრინავით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრაზილიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავში საწვავი არ შეავსო. ამის მიზეზი აშშ-ის მეორადი სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკია. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ლავროვი G20 სამიტიდან ბრუნდებოდა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა, ბრაზილიის დედაქალაქში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა. მას შემდეგ, რაც ლავროვს თვითმფრინავში საწვავის ჩასხმაზე უარი განუცხადეს, ის ქალაქ ბრაზილიაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურო ვიერმა საკუთარი თვითმფრინავით წაიყვანა.

მანამდე ბრაზილიაში რუსეთზე მომუშავე რამდენიმე ჯაშუშს ბრალი წაუყენეს.